გიორგი ბადაშვილი: ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიება ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზეა დაფუძნებული

ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზეა დაფუძნებული.

როგორც გიორგი ბადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაახლოებით წელიწადი და ათი თვე მიმდინარეობდა.

„გამოძიებამ დადო შედეგები, რომლებიც გუშინ გასაჯაროვდა, თქვენ ყველამ მოისმინეთ, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებულია ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებეზე, რომლებიც პროკურატურამ შეკრიბა. შესაბამისად, ამაზე მეტს მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა გიორგი ბადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამგორის გამგეობის 13-მა თანამშრომელმა სამსახური დატოვა
შემდეგი სტატიაპროკურორი: ეროსი კიწმარიშვილს ნამდვილად ჰქონდა შემხებლობა იარაღთან