გიორგი ალიბეგაშვილი: ვეცდებით ეს საქმე იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით საქმის გამოძიება , რომელიც საკრებულოს დეპუტატ თედო კობახიძესა და საკრებულოს ყოფილ თანამშრომელს ბადრი ჯავახიშვილს შორის არსებულ ფინანსურ სკანდალს ეხება, გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, რადგან მის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესია. ალიბეგაშვილის შეფასებით, ამ საქმიდან დასკვნები თავად ჩინოვნიკებმაც უნდა გამოიტანონ.

„მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი და ბუნებრივია, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ პროცესს და თავისთავად დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ვეცდებით, რომ ეს საქმე იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ვინაიდან საზოგადოების მაღალი ინტერესია.“ – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოების სიტყვა
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 12:00 საათზე გამოცხადდება