გიორგი აბაშიშვილმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა პოლონეთში შეხვედრები გამართეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა და საქართველოს ელჩმა პოლონეთში ილია დარჩიაშვილმა ვარშავაში, ,,მარშალის ცენტრში” გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც საქრთველოსა და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს, ჰიბრიდულ საფრთხეებს და მათთან გამკლავების ერთობლივ გზებს შეეხებოდა.

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ: პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველი, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

ქართულმა მხარემ, პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კრინიცის ანალოგიური, ეკონომიკური ფორუმის ბაკურიანში, 26 მაისს ჩატარებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა კრინიცის ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელთან ზიმუნდ ბერდიხოვსკისთან და მიკოლაი ტაუბერთან.

აღინიშნა ეკონომიკური ფორუმების ჩატარების მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისა და ბიზნესკავშირების გაფართოების თვალსაზრისით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვარშავაში ქართველს სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებიც სწავლობენ და მუშაობენ პოლონეთში.

გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა მათ როლს ქვეყნის წინსვლის საქმეში და აღნიშნა, რომ მათი წარმატება მომავალი თაობებისათვის მისაბაძი მაგალითია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში იტალიის ელჩი – იტალია, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა, მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებებს
შემდეგი სტატიასავალუტო ჯიხურების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი ძალაში შევიდა