გიორგი აბაშიშვილი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ყავს მოკავშირეები სასამართლოს გაძლიერების საკითხში

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ყავს მოკავშირეები სასამართლოს გაძლიერების საკითხში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩეველამ გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს პარლამენტმა ვერ მოახერხა, ლევან მურუსიძე შეეცვალა ანა დოლიძით.

“დღეს პარლამენტმა ვერ გაბედა, მხარი დაეჭირა პროფესიული ნიშნით წარმოდგენილი კანდიდატებისათვის. ფაქტობრივად, ამით პარლამენტმა მოახდინა უზენაესი სასამართლოს პარალიზება. საქართველოს პარლამენტის, უმცირესობა, უმრავლესობა, ყველა ერთად დამარცხდა სასამართლოს გაძლიერების საკითხში. იმ დროს, როცა ამდენი კითხვის ნიშანი ისმის სამასართლოს გაძლიერებაზე, ახლა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, აეღო პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტს და ყოფილიყო პრეზიდენტის მოკავშირე სასამართლოს გაძლიერების საკითში. სამწუხაროდ, აღმოჩნდა პირიქით”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.

საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად ანა დოლიძე, თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა წარადგინა.

ანა დოლიძეს მხარი დაუჭირა 36-მა დეპუტატმა, ოთხი წინააღმდეგი იყო; თამარ ლალიაშვილი – 27 მომხრე, ორი წინააღმდეგი; ნონა თოდუა 22 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.

ხმების ეს რაოდენობა მოსამართლეობის კანდიდატურების დასამტკიცებლად საკმარისი არ არის და სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

banner
წინა სტატიაში”დღევანდელ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე პასუხს აგებს არა მარტო ოლიგარქის კარის სასამართლო, არამედ მინისტრთა კაბინეტი და მმართველი პარტია”
შემდეგი სტატია(video) პირველი ჩხუბი ევრო-2016-ზე: საფრანგეთის და ინგლისის გულშემატკივრებმა ერთმანეთი სცემეს