გიორგი აბაშიშვილი: ჩვენს მიერ წარმოდგენილი კადრები ნამდვილად წაადგება სასამართლო სისტემის გაძლიერებას

საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილ ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილის, ნონა თოდუას არჩევის საკითხს განიხილავს.

საკითხზე ჯერ კიდევ საკანონმდებლო ორგანოს გასულ კვირას უნდა ემსჯელა, მაგრამ განხილვა ვერ მოეწრო. კანდიდატებს კენჭი შესაძლოა, დღესვე უყარონ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასამტკიცებლად დეპუტატთა 76 ხმაა საჭირო. კანდიდატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი წარადგენს.

„უკვე რამოდენიმე თვეა, მოსამართლეობის კანდიდატები წარმოდგენილი რიან პარლამენტში. საწუხაროდ ამ დრომდე ვერანაირად ვერ მოხერდხდა სესიაზე ამ საკითხის განხილვა. იმ დროს, როდესაც სასამართლოს მიმართ არაერთი კითხვა დაისმის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეს სასამართლოს სისტემის გაუმჯობესება. გაუმჯობესების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის კვალიფიციური კადრები. ის კადრები, რომლებიც ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ, ნამდვილად წაადგება სასამართლო სისტემის გაძლიერებას. დღეს პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლო სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით და მხარი დაუჭიროს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კვალიფიციურ კადრებს“,–განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიათსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პოლიციაში დაიბარეს