გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებს პარლამენტში მდებარე პრეზიდენტის ოთახში შესვლის უფლებას არ აძლევენ

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებს ქუთაისის, პარლამენტის შენობაში მდებარე პრეზიდენტის ოთახში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი.

„მოგეხსენებათ, ხვალ საქართველოს პარლამენტში არის მოტივირებული შენიშვნების განხილვა. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მე, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მრჩეველები მივემგზავრებით ქუთაისში ამ განხილვაზე. დღეს ჩემს თანამშრომლებს დაურეკეს საქართველოს პარლამენტის აპარატიდან და უთხრეს, რომ ჩვენ არ შეგვიშვებენ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში. მე ვნახე კონსტიტუციის მოქმედი რედაქციაც და პროექტიც, არსად არ წერია, რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს, საკუთარი ადმინისტრაციის უფროსი, მაღალი თანამდებობის პირები არ შეუშვას საკუთარ სამუშაო ოთახში. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და ეს საკითხი მოგვარდება. ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ პრეზიდენტის სამუშაოს ოთახში შესვლას და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნას”, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებს ქუთაისის, პარლმენტის შენობაში მდებარე პრეზიდენტის ოთახში შესვლის უფლებას არ აძლევენ

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა
შემდეგი სტატიააშშ 2018 წლის დეკემბერში გავა იუნესკოს შემადგენლობიდან