გიო ხუციშვილის ვარსკვლავის გახსნა

თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მომღერალ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავი მომღერალთან ერთად ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.
ვარსკვლავის გახსნამდე კი თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართა, სადაც ცნობილი სიმღერები თავად გიო ხუციშვილმაც შეასრულა. მან შვილთან და მეუღლესთან ერთადაც იმღერა.მომღერალმა მსმენელს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ვარსკვლავი მხოლოდ მას
კი არა, მთელ მის თაობას ეკუთვნის.
ღონისძიებას მთავრობის წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეებიც დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისა და ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : საკანონმდებლო ორგანო ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმის მიმდინარეობას თვალს ადევნებს