”გინდათ, რომ პრეზიდენტმა გააკეთოს კომენტარი ვიღაცის კომენტარზე?” – პრეზიდენტი უსუფაშვილზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვადაზე ადრე გადადგომის შესაძლებლობის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოსაზრებაზე კომენტარს საჭიროდ არ მიიჩნევს.

“დიდი ბოდიში, რა გიპასუხოთ, აბა? ჯერ ერთი, საკითხავია, რამდენად არის განსახილველი ეს საკითხი და მეორე, თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს კომენტარი. გინდათ, რომ პრეზიდენტმა გააკეთოს კომენტარი ვიღაცის კომენტარზე? არასწორად მისვამთ კითხვას. მე კომენტარს ვიღაცის კომენტარზე არ გავაკეთებ. არ მაქვს კომენტარი, არ არის განსახილველი საკითხი. არ მინდა კომენტარის გაკეთება თემაზე, რომელიც არ არის საკომენტარო”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის ჯანმრთლობის მდგომარეობა სტაბილურდება
შემდეგი სტატიავარკეთილში PSP-ს აფთიაქი გაქურდეს