გინდა მწვრთნელი იყოს, გინდა სახელოვანი სპორტსმენი , რა ტიტულებიც არ უნდა ჰქონდეს კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბრად პასუხისმგებელი

tariel xechikishviliგინდა მწვრთნელი იყოს, გინდა სახელოვანი სპორტსმენი , რა ტიტულებიც არ უნდა ჰქონდეს კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბრად პასუხისმგებელი-ეს განცხადება, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გააკეთა. ტარიელ ხეჩიკაშვილი, კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში უნდა დასრულდეს პერიოდი, როდესაც სპორტსმენები პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობენ.

“გინდა მწვრთნელი იყოს, გინდა სახელოვანი სპორტსმენი , რა ტიტულებიც არ უნდა ჰქონდეს კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბრად პასუხისმგებელი. ამიტომ მიუღებელია, რაც ვნახეთ, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ასევე როგორც მინისტრისთვის . ჯერ დავუცადოთ გამოძიებას , თუ დადგინდა აუცილებელია ფედერაციამ მიიღოს გადაწყვეტილება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ საზოგადოება, სადაც სპორტსმენი არის სპორტულ შედეგზე ორიენტირებული და არა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. ეს არის მიუღებელი სპორტული საზოგადოებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის,”-განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე მონაწილეობდა
შემდეგი სტატიაჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი ადასტურებს, რომ კორცხელში 53-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა