გიგლა ბარამიძე: შესაძლოა, „ქართული ოცნება“ არჩევნებში ასეთი სახით არ წარდგეს

„დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიგლა ბარამიძის შეფასებით პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებაში სწორი აქცენტები იყო დასმული.

როგორც ბარამიძემ მედიას განუცხადა, პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება საკმაოდ საინტერესო, თუმცა დაგვიანებული იყო. ამასთან ბარამიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, „ქართული ოცნება“ არჩევნებში ასეთი სახით არ წარდგეს.

„პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება დაგვიანებულია. კარგი იქნებოდა ამ განცხადებამდე ემოქმედათ, თუმცა პრემიერის განცხადება საკმაოდ საინტერესოა და აქცენტებიც აბსოლუტურად სწორად არის დასმული. კიდევ უფრო მკვეთრი, რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა. ეს არის გუნდი, რომელიც არანაირი პრინციპებით არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, არანაირი სტრატეგიული საერთო ხედვა არ აქვთ. განცხადებები, რომ ისინი სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში რჩებიან, ეს არის კვლავ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, როგორც ჩანს, ადრე თუ გვიან შესაძლებელია, „ქართული ოცნება“ ამ სახით ვეღარ წარდგეს არჩევნების წინ და სერიოზული ცვლილებები მოხდეს, ამას დრო გვიჩვენებს“,- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

ბარამიძემ განმარტა, რომ პოლიტიკური პარტია – „დემოკრატიული მოძრაობა“ ამ ეტაპზე, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დამოუკიდებლად აპირებს.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონმა ფხენიანის ატომური იარაღის განადგურების შესახებ მზაობა გამოთქვა
შემდეგი სტატიათბილისის ორ საბავშვო ბაღში სასაწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება