გიგლა აგულაშვილი: ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყარო ავტომობილებია

გიგლა აგულაშვილი– მოსამართლეთა კოლეგიამ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო

გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისში ჩატარებულმა ჰაერის სინჯების კვლევებმა აჩვენა, რომ ძირითადი დამაბინძურებელი წყარო ავტომობილებია.

როგორც აგულაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ის მხარს უჭერს ავტოსატრანსპორტო პარკის ეტაპობრივად გაუმჯობესებას და გაჯანსაღებას.

“რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისში ჩატარებულმა ჰაერის სინჯების კვლევებმა აჩვენა, რომ ძირითადი დამაბინძურებელი წყარო არის ავტომობილები. ეს არის ძირითადად დამოკიდებული ავტოსატრანსპორტო პარკის სიძველზე. საწვავის ხარისხთან ერთად, პრობლემას შეადგენს გამონაბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რომელიც არასრული წვის შედეგია”, – განაცხადა აგულაშვილმა.

აგულაშვილის თქმით, ჰაერის სინჯების კვლევები გაგრძელდება და საქართველოს მასშტაბით სისტემატიური ხასიათი ექნება.

“კვლევებს ვაგრძელებთ. დღევანდელი მონაცემებით, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთ უბანში ჰაერის ხარისხში მაჩვენებელები ევროსტანდარტის შესაბამისად, საშუალო დონისაა და იმისათვის, რომ ვითარება გაუმჯობესდეს, ჩვენ გვჭირდება ზომები მივიღოთ და ეტაპობრივად შევცვალოთ ჩვენი ავტოპარკი”, – განაცხადა აგულაშვილმა.

აგულაშვილი საწვავის ხარისხის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, მთავრობის მიერ დადგენილი ნორმები შეიძლება ითქვას, რომ ცალკეულმა იმპორტიორებმა უკვე შეასრულეს და ცალკეული სახეობის საწვავი, რომელიც იყიდება, ევრო 5-ის სტანდარტს უკვე შეესაბამება.

banner
წინა სტატიაშიISIS ირწმუნება რომ “რუს ჯაშუშს” თავი მოჰკვეთა- “ისლამურმა სახელმწიფომ” ვიდეორგოლი გაავრცელა
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე: საერთო სასამართლოების სისტემაში საქართველოს მასშტაბით 61 ვაკანტური ადგილია