გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილსა ერთ საკანში არ მოათავსებენ

ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ერთ საკანში არ მოათავსებენ.

სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ მოთხოვნით დაცვის მხარემ ინსტანციას 4 თვის წინ მიმართა და მიზეზად მათ მიმართ ციხეში არაჰუმანური მოპყრობა დაასახელა.

საქალაქო სასამართლოში სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

საქმეზე მოპასუხე მხარე – სასჯელაღსრულების სამინისტრო იყო, რომლისთვისაც ყოფილი პრემიერისა და თბილისის ყოფილი მერის ერთ საკანში ყოფნა მიუღებელია.

banner
წინა სტატიაშითინათინ ხიდაშელი: გამოძიებამ დაადგინა ქართველ სამხედროებს ცენტრალურ აფრიკაში დანაშაული არ ჩაუდენიათ
შემდეგი სტატიასტამბოლში გეი-აღლუმის დარბევის დროს ორი გერმანელი პოლიტიკოსი დააკავეს