გიგი უგულავა „რუსთავი 2“-ის საქმეზე: სიტუაცია ძალიან საგანგაშოა

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა რუსთავი 2-ის საქმეზე 2 მარტს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე კომენტარს აკეთებს

,,ის, რომ 2 მარტს ჩაინიშნა პროცესი ზეპირი მოსმენის გარეშე, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მხრიდან, უკვე არის ძალიან ცუდი და საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი სიგნალი იმიტომ, რომ რუსთავი 2-ის საქმე არ არის ორ კერძო პირს შორის დავა როგორც ამას ხელისუფლება წარმოაჩენს. მას აქვს უდიდესი საზოგადოებრივი ინტერესი და ეს დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე, როდესაც ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა რუსთავი 2-ს და მის დღევანდელ შემადგენლობას. შეიძლება, ძალიან სახიფათოდაც განვითარდეს მოვლენები. ჩამოთვლილ შემადგენლობაში არის ერთი მოსამართლე, რომელიც მთელი ცხოვრება პრაქტიკულად მუშაობდა ,,ქართუ ჯგუფში’’, მოსამართლე თოდუა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სასურველი იქნებოდა შეენარჩუნებინა, რადგან ჩვენ რამდენიმე საქმე ვნახეთ, სადაც გვენეტაძემ პარქტიკულად ტროიკას ფუნქცია შეასრულა. მხედველობაში მაქვს ქობულეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმე, სადაც ადამიანს სამი წელი ჰქონდა პირველ ინტანციაში და თერთმეტ წლამდე გაუზარდა. სიტუაციაძალიან საგანგაშოა. ვთვლი, რომ თუ უზენაესი სასამართლო გამოიტანს იმ გადაწყვეტილებას, რაც რუსთავი 2-ის პარაქტიკულ დანგრევას ნიშნავს, ეს არ არის მხოლოდ ამ ტელევიზიის პრობლემა, ეს არის მთელი საზოგადოების პრობლემა, ქვეყნის პრობლემა და განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, ბიზნესისთვის იქნება ეს ძალიან დიდი დარტყმა. ის პრეცენდენტი, რომელსაც შექმნის დიდი პალატა,სამოქალაქო ურთიერთობებს დაანგრევს იმიტომ, რომ არც ერთი საკუთრება ქვეყანაში ამ გადაწყვეტილების მერე აღარ იქნება გარანტირებული. ყველას შეუძლია ნებისმიერის წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელი და პრაქტიკულად ჩვენ შეიძლება მივიღოთ სამოქალაქო ქაოსი, რისი დასაბამიც შეიძლება გახდეს რუსთავი 2-ის საწინააღმდეგოდ გამოტანილი გადაწყვეტილება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს და ხელისუფლებას იმიტომ, რომ არავის არ სჯერა, რომ მეორე მხარე არის ქიბარ ხალვაში. ეს არის პირობითი სახელი და მის უკან რა თქმა უნდა ხელისუფლება და ივანიშვილიიკითხება,’’- განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 104 260 კგ შოკოლადსა და 125 კგ კარამელის კანფეტს ყიდულობს
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაშის ადვოკატმა უზენაეს სასამართლოს 3 მოსამართლის აცილების შუამდგომლობით მიმართა