გიგი უგულავა : ნუ გვიხარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება

ნუ გვიხარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. გიგი უგულავა გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის დაკავებას უკრაინაში და ეს პოლიტიკურ დევნად შეაფასა.

“ეს პოლიტიკური დევნა, ისევე როგორც პოლიტიკური პატიმრების ეპოქა საქართველოში 2013წელს, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო. იგივე მიხეილ სააკაშვილს ამის შედეგად მოუწია ქვეყნის დატოვება. დღეს ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები და თუ გვინდა ეს პრობლემა გადაწყდეს, ეს უნდა მოხდეს საქართველოში. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ცხოვრება პოლიტიკური დევნილების და პოლიტიკური პატიმრების გარეშე. მოვისმინე ბევრი ქილიკი და აღფრთოვანება იმასთან დაკავშირებით, რომ დაიჭირეს, ნუ გვიხარია ეს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ცუდი. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება არავის არ უნდა უხაროდეს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის ყოფილი მერის აზრით, საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირების შანსი დაბალია.

“საპროგნოზოდ ძალიან ძნელია, არ ვიცით რა იქნება, მაგრამ იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა საქართველოში, იმის მიუხედავად მოგვწონს თუ არა მისი საქმიანობა უკრაინაში, ნუ გვიხარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება. ეს ფაქტი არის მძიმე. პოლიტიკურ აქციებზე არ ვსაუბრობ, ეს მეასეხარისხოვანია. “ევროპული სქართველო” და მე პირადად სოლიდარული ვართ ამ წუთას მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური პატიმრის მიმართ. მე არ ვამართლებ და არ მომწონს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში, არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს და ამის გამო მას პოლიტიკური საქმიანობა არ უნდა შეეზღუდოს. გასახარი არაფერი არ არის. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი რამ მოხდა”, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისი შეფასებით, თუკი პოლიტიკური პატიმრების ფურცელი არ გადაიშალა ქვეყანაში, “ციყვივით ვიტრიალებთ წრეზე და ქვეყანა ვერ განვითარდება”.

banner
წინა სტატიაშიფანასკერტელის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაპოროშენკო წაგებულ თამაშს თამაშობს, თითოეული ნაბიჯი ასრულებს კატალიზატორის როლს – ზაალ უდუმაშვილი