გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმიანება

თბილისის ყოფილი მერი, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს:
“მიშა ძვირფასო, როცა არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და სხვა ოპოზიციურ პარტიას აკრიტიკებ, ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა ოცნება ხალხს შენი დაბრუნებით, არეულობით აშინებს და ეს სამწუხაროდ მუშაობს, შენ ზღვის გადმოცურვით იმუქრები, თან იძახი პოლიცია და ჯარი ჩემს მხარესაა – ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა შენს თანაგუნდელებს ეუბნები – თქვენ თუ მოიგეთ, მე ამით რა სარგებელი მაქვსო – ივანიშვილის წისქვილზე ასხამ წყალს. რით ვერ გააცნობიერე, რომ საფრთხობელას როლს ასრულებ ივანიშვილის თამაშში.
აღარ ვაპირებთ შენი და შენი მეგობრების წელს ქვევით პრწკენებზე ბევრი დრო დავხარჯოთ. არჩევნებია და ოცნებას ამ საჩუქარს არ გავუკეთებ. როცა შენი პარტიის დღევანდელი ლიდერი შენს მინისტრს (რომელთანაც ყველანაირად ვალში ხარ) ყაჩაღს უწოდებს ჟურნლისტებს გაურბიხარ – საქართველო მე არ მეხებაო. ახლა არჩევნების წინ ორღობესავით ჭორაობ ქართულ პოლიტიკაზე და პარტიებზე – გაუცნობიერებლად ივანიშვილის უკეთებ საქმეს. ჩამოყალიბდი რა გინდა. გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ეს ასტრონომიული დეგრადაცია. ”
“რუსთავი 2”-თან მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა : “ევროპული საქართველო არის ხალხი, რომლებმაც მიიღო შეგნებული გადაწყვეტილება გამიჯნოდა ნაციონალურ მოძრაობას და ამით გააძლიერა ივანიშვილი. ეს იყო ივანიშვილის სასარგებლოდ. იცოდნენ მათ ეს, არ იცოდნენ მათ ეს, უნდოდათ მათ ეს, არ უნდოდათ მათ ეს, ობიექტური რეალობაა, რომ ამით ივანიშვილი გაძლიერდა. მე კრაკოვეცთან რაც გავაკეთე, საქართველოში ეს გზა ჩემთვის ჩაიკეტა იმ შეთანხმებებით, რაც მოხდა შარშან არჩევნების წინ და არჩევნების მერეც, მთავარ პრობლემად გამოაცხადეს არა ივანიშვილი, არამედ ჩემი შესაძლო დაბრუნება.”
banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში და პირველი მესიჯი
შემდეგი სტატიაირანი მზად არის აშშ-ს გასცეს ადეკვატური პასუხი