გიგი უგულავა: ეს არის დიდი, ეკლიანი რთული გზის ერთი მონაკვეთი

,,პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა. განსაკუთრებით მინდა ახალგაზრდებს იმიტომ, რომ უვიზოდ შეუძლიათ იმოგზაურონ ევროპაში და ნახონ ყველაფერი, რასაც ევროპული ცივილიზაცია გვთავაზობს. მინდა მივულოცო ასევე საქართველოს ყველა მთავრობას დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული, ყველას წვლილი სხვადასხვაა, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად ბედნიერი დღე არის იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად ხელშესახები ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ. ვისურვებ, რომ ეს იყოს დიდი დასაწყისი, მაგრამ ბუნებრივია, ეს არის დიდი ეკლიანი რთული გზის ერთი მონაკვეთი და ამ გზაზე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიარული იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ქვეყანა, ევროპული ცივილიზაციის, ევროპული კულტურის. საქართველომ შეიტანოს თავისი წვლილი და სრულფასოვნად დამკვიდრდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, რაც ნიშნავს კეთილდღეობას, განვითარებას, ადამიანის უფლებების პატივისცემას და ნორმალურ, ცივილიზებულ თანაარსებობას მეზობელ სახელმწიფოებთან’’, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ,,ვიზალიბერალიზაცია არის პასუხისმგებლობა’’
შემდეგი სტატია(video) ივანიშვილის რეჟიმი, მაფიოზა ფეხბურთელებს, კალაძეებს, ყაველაშვილებს, კობიაშვილებს, უხდის 270 მილიონს