გიგი წერეთელი: ეს ძალიან სერიოზულ ჩრდილს აყენებს საქართველოს რეპუტაციას

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიგი წერეთელი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოსთვის ამ საარჩევნო წელს მედიათავისუფლება და პოლიტიკური პლურალიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„გუშინ დავბრუნდით შეერთებული შტატებიდან, სადაც ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა. სწორედ ეს თემებია დღეს ძალიან საინტერსო და მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორი ქვეყნისთვის და მისი ხელისუფლებისთვის.
ის პროცესები, რომელიც საქართველოში მედიათავისუფლების თვალსაზრისით ვითარდება – „რუსთავი 2“, პოლიტიკური თოქშოუების დახურვა, „მაესტროში“ არსებული ვითარება, ასევე, მზადება საარჩევნო პროცესისათვის, რაც ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე გავლენის მოპოვებას გულისხმობს, საარჩევნო ადმინისტრაციების პარტიული აქტივის პრინციპით დაკომპლექტება, პოლიტიკური ოპონენტების საპატიმროში ყოფნა და ოპოზიციის დევნა, იმ წინადადებების იგნორირება, რასაც ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების თვალსაზრისით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აკეთებს და ასე შემდეგ – ნამდვილად არ ქმნის თავისუფალ საარჩევნო გარემოს და ვიქრობთ, რომ ეს ძალიან სერიოზულ ჩრდილს აყენებს საქართველოს რეპუტაციას, საქართველოში დემოკრატიული პროცესის განვითარებას.“- აცხადებს გიგი წერეთელი.

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიასირია თურქეთის საზღვართან კონტროლის აღდგენას აპირებს