გიგი წერეთელი : ვრჩები ეუთო-ს ვიცე-პრეზიდენტად, მინდა, ეს ბერკეტი ჩემი ქვეყნისთვის გამოვიყენო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტობის კანდიდატმა გიგი წერეთელმა არჩევნებში დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ის რჩება ეუთო-ს ვიცე-პრეზიდენტად ორი წლის განმავლობაში.

„ჩემთვის მთავარი ერთი რამ არის, რომ ეს ასამბლეა წარმატებით დასრულდა. მიხარია, რომ ჩემი ქვეყნისთვის იყოს კარგი ამბავი, შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი ამბავი საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენმა სახელისუფლო გუნდმა სხვანაირად იფიქრა. არ დავიწყებ საქმის გარჩევას. ყველაფერი ვიცი. დიდი მხარდაჭერა მქონდა, მეორე ტური გაიმართა, სამწუხაროდ, ჩემი ბევრი მხარდამჭერი გუშინ წავიდა ამერიკის დელეგაციიდან, გერმანიის დელეგაციიდან. ვიცოდი, რომ მეორე ტური რთული იქნებოდა, ამას დაემატა გარკვეული სამუშაო. დღეს ჩემი გამოსვლა დავამთავრე კარგი აზრით, რომელსაც ყოველთვის ვეთანხმები. მე არ ვაგებ, ვიგებ ან ვსწავლობ. ახლა ვისწავლე ბევრი რამ, მათ შორის საკუთარი ხელისუფლების, სახელისუფლო პარტიიდან და ვეცდები ეს ნასწავლი გამოვიყენო მომავალ საქმიანობაში. რაც იყო, დღეს არ შემიძილა საუბარი. ბევრი ინფორმაცია არსებობს, ბევრი ინფორმაცია ღიაა. იყო მიმართვები ჩემს წინააღმდეგ, ევროპის სახალხო პარტიის საწინააღმდეგოდ. დღეს არ მინდა საუბარი, არავის გავუსწორებ ანგარიშს. ნელ-ნელა ვუპასუხებ ყველაფერს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე, როგორც ერთ-ერთი ქრესტომათიული მაგალითი შევა ეუთო-ს ისტორიაში.

„კენჭისყრამ გვაჩვენა, ჩემი მოგება რამდენად რეალური იყო. სხვადასხვა ფაქტორების გამო, ასე არ მოხდა. მე ვრჩები ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ორი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციაში, მე ვრჩები ყველაზე დიდი ფრაქციის თავმჯდომარედ, რომელსაც ბიუროში უმრავლესობა აქვს, შესაბამისად, მაქვს გადაწყვეტილებაში დიდი წვლილი, მე მინდა ეს ბერკეტები ჩემი ქვეყნისთვის გამოვიყენო“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიდიდ ლილოში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაქრისტინ მუტონენი : მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დემოკრატიულ პროცესში