გიგი წერეთელი – უმრავლესობისა და პრეზიდენტის ცალკე შეხვედრაში პრობლემას ვერ ვხედავ

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ცალკე შეხვედრის ორგანიზებაში პრობლემას ვერ ხედავს.

როგორც პირველ არხს წერეთელმა განუცხადა, სახელისუფლებო შტოებს შორის ყველა საკითხზე დაპირისპირება და ქიშპი ხდება, რაც საქმეს არ წაადგება.

„პრეზიდენტი კონსტიტუციურ პროექტს არ ეთანხმება და მისი მხრიდან ვეტოს გამოყენების ვერსიაც არსებობს. კარგი იქნება, თუ შეხვედრები შედგება. ხელისუფლებას ვერ მოვუწოდებ, რომ პრეზიდენტს მაინც და მაინც ოპოზიციასთან ერთად შეხვდეს. პრეზიდენტისა და უმრავლესობის გადასაწყვეტია, რომ რაღაც ფორმატი მოინახოს, რათა ერთმანეთს დაელაპარაკონ და რაღაც კონსენსუსს მიაღწიონ. უმრავლესობისა და პრეზიდენტის ცალკე შეხვედრაში პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარია, შეხვედრებს შედეგი ჰქონდეს. სრულიად შესაძლებელია, პრეზიდენტს შეხვედრა ჰქონდეს როგორც უმრავლესობასთან, ასევე ოპოზიციასთან. არანორმალური ვითარება ისაა, რომ ასეთი შეხვედრები არ იმართება“, – განაცხადა წერეთელმა.

პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ კონსტიტუციურ პროექტთან მიმართებით შეხვედრას სთავაზობს როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას. თავის მხრივ, მმართველი გუნდი პრეზიდენტს ცალკე შეხვედრას სთხოვს.

banner
წინა სტატიაში,,32-ე სკოლის შემთხვევით შიდა აუდიტის დეპარტამენტი უკვე დაინტერესდა”
შემდეგი სტატიამარნეულში ქართული ღვინის კვირეული იხსნება