გიგი წერეთელი: საკონსტიტუციო უმრავლესობა რამდენიმე საკითხის შესაცვლელად სურთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმაურება. საუბარია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად სურს:

„კონსტიტუცია იმიტომ არ მოსწონს დღევანდელ ხელისუფლებას და სურთ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის გამოიყენონ, რომ რამდენიმე საკითხი შეცვალონ. ერთი – ეს არის ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა, ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა, მეორე საკითხი, ეს არის – პრეზიდენტი არ უნდა აირჩიოს ხალხმა და თვითონ ვინც მოუნდებათ პარლამენტიდან, ის აირჩიონ და მესამე ეხება ქორწინებასთან დაკავშირებულ ყბადაღებულ საკითხს, რომელიც ისედაც დარეგულირებულია ჩვენი კანონმდებლობით და ეს უბრალოდ საარჩევნოდ იყო წამოწეული,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშინინო გოგუაძე: პრემიერი ვერ აცნობიერებს საფრთხეს, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოჰყვება
შემდეგი სტატიაპაკისტანელი ჩაის გამყიდველი საკუთარი გარეგნობის წყალობით ინტერნეტ სენსაცია გახდა