“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიგი წერეთელის განცხადებით, ქუთაისში გარკვეულ უბნებში არჩევნები გაყალბდა.
როგორც გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათ აქვთ ოქმები, სადაც ათასზე მეტი ხმა გაბათილებულია.
“ის შედეგები, რაც არის ქუთაისშია ნათლად მეტყველებს ჩვენს წარმატებაზე. უნდა ვთქვა, რომ არჩევნები ქუთაისში წარიმართა ძალიან რთულ ვითარებაში. კრიმინალური ავტორიტეტებით, დაშინებებით ხდებოდა ხმების მოპოვება. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, სადაც წერია, რომ ათასზე მეტი ხმა, რომელიც ჩვენია არის გაბათილებული. ვაპირებთ რომ, ამასთან დაკავშირებით ვიდაოთ საოლქო კომისიაში. ჩვენ ძალიან სერიზოულად გავიმარჯვეთ ქუთაისში და არჩევნები აქ სერიოზულად გაყალბდა”, – განაცხადა გიგი წერეთემა.