გიგი წერეთელი: კამპანიას მთავარი გზავნილით ვაწარმოებდით, ქუთაისი ყოფილიყო საპარლამენტო ქალაქი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ მათი პარტიის მიერ დაწყებულმა კამპანიამ აიძულა ქვეყნის ხელისუფლება, ქუთაისში პარლამენტის დარჩენასთან დაკავშირებული განცხადება გაეკეთებინა.

„კამპანიას ერთი მთავარი გზავნილით ვაწარმოებდით, რომ ქუთაისი ყოფილიყო საპარლამენტო ქალაქი. ამ მხრივ კმაყოფილი ვარ, რადგან სწორედ ამ კამპანიამ აიძულა ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურის წინ გაეკეთებინა განცხადება, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა არ იგეგმება“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის N49 მაჟორიტარულ ოლქში გიგი წერეთელი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, კობა ნარჩემაშვილთან დამარცხდა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: გუშინ, გვიან ღამით მოიწერა თინამ და ეს წერილი მაშინ ვნახე
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე ვარაუდობს, რომ ახალ პარლამენტშიც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება