გიგი წერეთელი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს ვეტოს დაადებს

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება

საკონსტიტუციო სასამართლოს კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ დასკვნას ადეკვატურს უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი. ის იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი ამ შენიშვნებს გაითვალისწინებს და აღნიშნულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს და პარლამენტში დააბრუნებს:
„როგორც მოსალოდნელი იყო ვენეციის კომისიამ გააკეთა საკმაოს ადეკვატური დასკვნა, სწორედ იმ მუხლებზე და გადაწყვეტილებებზე, რომელიც ჩვენც მიუღებლად მიგვაჩნდა. იმედი მაქვს ამას გაითვალისწინებს ხელისუფლება , გაითვალისწინებს პრეზიდენტიც და მოხდება კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნება“- განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებაზე ვენეციის კომისიამ წინასწარი დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა. პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული კანონი ვენეციის კომისიას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაუგზავნა. სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი იმის შესახებ გადაწყვეტილებას მოაწეროს ხელი კანონს თუ ვეტოს უფლება გამოიყენოს, სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიდავით საყვარელიძე: სააკაშვილი იქნება ახალი პოლიტიკური ძალის მთავარი იდეოლოგი
შემდეგი სტატიაენმ პრეზიდენტს მოუწოდებს შეაჩეროს საკონსტიტუციო სასამართლოს დაზიანების მცდელობა