გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა

გიგი წერეთელი – ეს არის პოლიტიკური მკვლელობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა.

გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბელის ვიცე-პრეზიდენტად უკვე მეორე ვადითაა არჩეული. ამასთან, ის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ფრაქციასაც ხელმძღვანელობს, რომელმაც გიგი წერეთელი ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ასამბლეის ამჟამინდელი პრეზიდენტის ილკა კანევრას (ფინეთი) საპრეზიდენტო ვადა ეწურება და ეუთოს წესდების თანახმად, ხელახალი კენჭისყრის უფლება არ აქვს.

არჩევნები 2016 წლის ივლისში, თბილისში, საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას გაიმართება, რომელსაც დაახლოებით 800-ზე მეტი სტუმარი ეყოლება.

ასამლბეის სესია, რომელზეც გიგი წერეთელი კანდიდატად დასახელდა გასულ კვირას ვენაში გაიმართა. სესიაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, გიგი წერეთელმა შეხვედრები გამართა ასამბლეის პრეზიდენტ ილკა კანერვასთან, გენერალურ მდივანთან რობერტო მონტელასთან, ევროკომისართან ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდთან და ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ოფისის ხელმძღანელ გეორგ ლინკთან. შეხვედრების ფარგლებში განიხილეს საქართველოში ჩასატარებელი საზაფხულო სესიისა და ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული თემები.

banner
წინა სტატიაშიდიკაპრიოს “ოსკარი” რესტორანში დაავიწყდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაჩეჩნეთში კადიროვს კადიროვის მემკვიდრე უწოდეს