გიგი წერეთელი ბელგრადში ეუთო-ს მინისტერიალის მუშაობაში მონაწილეობდა

გიგი წერეთელი ბელგრადში ეუთო-ს მინისტერიალის მუშაობაში მონაწილეობდა

gigi-wereteli4“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერი გიგი წერეთელი ბელგრადში ეუთო-ს მინისტერიალის მუშაობაში მონაწილეობდა. შეხვედრას 57 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები და საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.
მინისტერიალზე განსახილველ ძირითად თემას მიგრაცია, ტერორიზმი და კონფლიქტები წარმოადგენდა.
მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა, რომელსაც ეუთო-ს თავმჯდომარე, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი -ი.დაჩიჩი და პარლამენტის თავმჯდომარე მ. გორკოვიჩი ესწრებოდნენ. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გიგი წერეთელი, რომელმაც მიგრაციის კრიზისთან დაკავშირებით საპარლამენტო ასამბლეის როლის გაზრდასა და ჩართულობის შესაბამისი მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. ასევე, შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების საკითხებს.
გიგი წერეთელმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის პარლამენტში ვიცე-სპიკერ ვლადიმერ მარინკოვიჩთან და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ლიდერთან მილორად მიატოვიჩთან. საუბრების თემა იყო საქართველო სერბეთის ორმხრივი ურთიერთობები და ეუთოს-თან თანამშრომლობის პერსპეტქივები.

banner
წინა სტატიაშისაჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც შესაძლოა აიკრძალოს
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ შეწყალების კომისიის თემაზე ეკა ბესელია და მანანა კობახიძე დაკითხეს