გიგი წერეთელი: არ ვიცი, რუსეთის მხრიდან ჩემი მხარდაჭერა რა ტაქტიკური სვლაა

ეუთო-ს საპარლამენტო ასაბლეის პრეზიდენტად ვინც გიგი წერეთელ დაუჭერს მხარს, უნდა იყოს ერთგული იმ პრინციპების, რაც ეუთო-ს აქვს, ეს პრინციპებია – ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, სხვა ტერიტორიების პატივისცემა და არა ძალით გადაწყვეტილების მიღება საზღვრების შეცვლაზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ჟურალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსეთის დელეგაციის მხრიდან მისი კანდიდატურის მხარდაჭერას შეეხებოდა.

წერეთლის განცხადებით, მან არ იცის, რუსეთის მხრიდან ეს რა ტაქტიკური სვლაა.

„ბევრი კონსპირაციის საშუალებას იძლევა,თუ რატომ განაცხადეს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლემა ეს. შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს, შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოშია. შესაძლოა სხვა რამამ. მაგრამ მე განვაცხადე ძალიან მკაფიოდ, რომ ვინც დაუჭერს მხარს პრეზიდენტობის კანდიდატს გიგი წერეთელს, უნდა იყოს ერთგული იმ პრინციპების, რაც აქვს ეუთოს. ეს პრინციპებია -ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, სხვა ტერიტორიების პატივისცემა, არა ძალით გადაწყვეტილების მიღება საზღვრების შეცვლაზე”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისი თქმით, რუსეთის დელეგაცია, მისი წევრები სხვანაირად ხედავენ პროცესებს და აპირებენ კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგან.

banner
წინა სტატიაშილევან ვარშალომიძე აჭარის ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით, საქართველოში 3 ივლისს ჩამოდის
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანი: ასოცირების შეთანხმების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები მეტი სარგებლის მიღებას შეძლებენ