გიგი წერეთელი ალექსანდრ კელჩევსკის შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის 49-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი ეუთოს დემოკრატიის ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან (OSCE/ODIHR) ერთად ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ალექსანდრ კელჩევსკის შეხვდა.
გიგი წერეთლის თქმით, ქუთაისს, როგორც საქართველოს პარლამენტისა და მომავალი პოლიტიკური ცენტრის ქალაქს მეტი ყურადღება სჭირდება.

„შეხვედრისას ქუთაისში წინასაარჩევნო გარემოზე – ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტებზე ვისაუბრეთ. ჩემი თხოვნა იყო, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს ქუთაისში, როგორც ეუთოდან (OSCE), ასევე სხვა ინსტიტუტებიდან.

ნაციონალური მოძრაობა დაიცავს წესებს მშვიდობიანი არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა ასევე დაიცავს თითოეული მოქალაქის ხმასა და ადამიანს, რომელიც ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში“,- განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და საბაჟო საკითხთა მინისტრს შეხვდება
შემდეგი სტატიააშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ ერთხმად მიიღო კანონი “უკრაინაში დემოკრატიისა და სტაბილურობის მხარდაჭრის შესახებ”