გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს:

“აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ხურჩა-ნაბაკევის გადაკვეთის პუნქტთან საქართველოს მოქალაქის, სამოქალაქო პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის მოხსნის შესახებ, ხელს უშლის მართლმსაჯულების აღსრულებას.

გადაწყვეტილება უგულებელყოფს იმ ინტენსიურ შრომას, რომელიც სრული ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ითვალისწინებდა, ასევე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე საგამოძიებო მასალების გადაცემას. მძიმე დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობა უარყოფით გავლენას ახდენს უსაფრთხოების განცდაზე ადგილებზე.

უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ და სხვა საქმეებზე, რომლებიც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის ცენტრიდან გატაცებული პირი სამშენებლო კომპანია “სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძეა
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს