,,გიგა ბუკიას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის”

ბატონი გიგას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის

ბატონი გიგა ბუკიას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის, – ასე გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი დავით დარჩიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრ გიგა ბუკიას, რომელმაც ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკი ახალგაზრდა კომკავშირლებს შეადარა.

როგორც დავით დარჩიაშვილმა აღნიშნა, საინტერესოა ის, რომ ”სისხლის სამართლის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა წამდაუწუმ კომკავშირის ხსენებაში გადაიზარდა.

”გარკვეული ასაკის ადამიანებს, ვინც პარლამენტში არიან, რა თქმა უნდა კომკავშირთან შეხება ჰქონდა, იმიტომ, რომ ის ტოტალური ორგანიზაცია იყო და გახსოვთ ეს. პატარა სოციოლოგიური კვლევა რომ ჩაატაროს ბატონმა გიგამ, დამერწმუნეთ, ნახავს, რომ ჩვენს და თქვენ მხარეს კომკავშირთან შეხების მქონე ადამიანებს შორის არის სხვაობა და თქვენ მხარეს უფრო მეტია. ბატონი გიგას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის”, -განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

მისივე განმარტებით, კომკავშირული მიდგომაა განცხადებების კეთება ხალხის მტრებზე, ჩაქოლვა, რაც უმრავლესობისგან ესმის და მეორე – არსებითი საკითხი გადაფარონ დემაგოგიით და ილაპარაკონ ბრტყელი, ლამაზი სიტყვებით.

banner
წინა სტატიაში“გეგონება იმ 10 წელიწადში, არავინ წამებულა და ჩაწერა არავის მიმართ მომხდარა”
შემდეგი სტატიაბატონი გიგას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის