გიგა ბუკია – “კონსერვატიული პარტია” ოპოზიციაში არ მიდის

“კონსერვატიული პარტია” ოპოზიციაში არ მიდის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბუკიამ პარტიის ეროვნული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც გიგა ბუკიამ აღნიშნა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას “კონსერვატიული პარტია” მომავალ არჩევნებში, მოხდება კონსულტაციების გამართვა.

როგორც ბუკიამ აღნიშნა, კონსულტაციები გაიმართება იმ პარტიებთან, რომლებთანაც “კონსერვატიული პარტია” თვლის, რომ შესაძლებელია არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუმცა რა ფორმით და როგორ იქნება ეს, ყველაფერი კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

“კონსულტაციები დაწყებულია და გრძელდება. ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს გაგრძელდეს”, – აღნიშნა ბუკიამ.

“კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა, თუ რომელ პარტიებთან მიმდინარეობს კონსულტაციები.

“კონსულტაციები მიმდინარეობს “ყველა იმ პარტიასთან და შეიძლება მომავალშიც გამოჩნდეს პარტია, რომელიც დააფიქსირებს, რომ მხარდამჭერია დღეს მოქმედი მთავრობის და ხელისუფლების”, – განაცხადა ბუკიამ, თუმცა აღნიშნა, რომ ის კონკრეტულ პარტიებს ვერ დაასახელებს იქამდე, ვიდრე კონსულტაციები არ მივა შედეგებამდე. ამასთან, გიგა ბუკიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსერვატიული პარტია ოპოზიციაში არ მიდის.

“ეს არის ჩვენი პოზიცია, საერთო გადაწყვეტილება, ვინაიდან ვთვლით, რომ სრულ თანხვედღრაში ვართ მოქმედ ხელისუფლებასთან”, – განაცხადა გიგა ბუკიამ.

banner
წინა სტატიაშიმთიან ყარაბაღში 50-მდე აზერბაიჯანელი ჯარსკაცი დაიღუპა
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის სამხედრო ძალების 12 ჯარისკაცი შეხიდები გახდნენ