გიგა ბოკერია – უმრავლესობაში აქვთ მეექვსე – კლდეკარის ფრაქცია, რომლის ლიპარიტ ბაღვაში არის კახა ოქრიაშვილი, რომელიც არ დამარცხებულა

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

ეტყობა, გამოგრჩათ და გეტყვით, უმრავლესობაში აქვთ მეექვსე – კლდეკარის ფრაქცია. კახა ოქრიაშვილი არის ლიპარიტ ბაღვაში, აჯანყებული – ოღონდ დიდი ლიპარიტი, რომელიც არ დამარცხებულა , – ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიგა ბოკერიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს, რომელიც უმრავლესობამ იმის გამო გააკრიტიკა, რომ კონსტიტუციას ერთპარტიული დოკუმენტი უწოდა.

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას ბოკერიამ მმართველი გუნდი გააკრიტიკა.

„უმრავლესობის წევრებს მინდა შევახსენო, რომ რუსეთის ფედერაციაში არანაირი საკონსტიტუციო ცვლილებები არ მომხდარა, როცა პუტინი პრემიერი გახდა, ყველაფერი ისევ ისე დარჩა. ფორმალურად, მედვედევი პრეზიდენტი იყო, პუტინი – ხელქვეითი.

თუ პარალელები გინდათ, არაფორმალური მმართველობა იყო. თქვენთან არის ეს პარალელი არაფორმალური მმართველობის. იქნებ, ამიხსნათ, როგორ ვერ შეამჩნიეთ, ეს ხუთი პარტია ცალ-ცალკე რომ არის, როგორი მძლავრი და რეალური კოალიციაა? ეტყობა, გამოგრჩათ და გეტყვით, უმრავლესობაში მეექვსე – კლდეკარის ფრაქცია აქვთ, სადაც კახა ოქრიაშვილი არის ლიპარიტ ბაღვაში, აჯანყებული, ოღონდ, დიდი ლიპარიტი, რომელიც არ დამარცხებულა“, – მიმართა დოლიძეს ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ანა დოლიძეს – როცა ახსენებთ, რომ კონსტიტუციას მხარი მხოლოდ ერთმა პარტიამ დაუჭირა, ეს ჩემი ამომრჩევლისთვის შეურაცხმყოფელია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – წელს 60 მილიონი ლარით შევამცირეთ მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯები,