გიგა ბოკერია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მავნებლურ ინიციატივას ხელი შევუშალოთ

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავრობაში პაატა ზაქარეიშვილი აღარ არის, მაგრამ ხელისუფლებამ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონპროექტის გაწვევა არ მოახდინა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, კანონპროექტი ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა და ცუდია, რომ მთავრობა და უმრავლესობა საზიანო ინიციატივაზე უარს არ ამბობს.

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მავნებლურ ინიციატივას ხელი შევუშალოთ. ყველა ლეგიტიმური ბერკეტი გამოყენებული იქნება. ევროპელი პარტნიორების ნაწილს შეიძლება ათასგვარი მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ამას არცერთი ხელშეკრულება არ გვავალდებულებს და უნდა შევეცადოთ, რომ მათ პოზიციები შევაცვლევინოთ. კანონი მთავრობას საშუალებას აძლევს, რომ გამონაკლისები დაუშვას. ესაა არსი რომ შენ წყვეტ ვინ შემოვიდეს და ვინ არა, შენს ტერიტორიაზე. ამ კანონს სერიოზული დატვირთვა აქვს ჩრდილოელ მეზობელთან მიმართებაში”, – განაცხადა ბოკერიამ.

პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებებზე მსჯელობის გაგრძელებას გეგმავს, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ უმცირესობის მიერ გამოცხადებული პროცედურული ომის გამო ვერ მიიღო.

banner
წინა სტატიაშიაჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს
შემდეგი სტატია,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა