გიგა ბოკერია: ივანიშვილს სურს ღარიბაშვილი დაგვასვას თავზე, მაგრამ ის პრეზიდენტი ვერ გახდება

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს “ბოდვებს” უწოდებს.

„ჩვენი პოლიტიკური ძალა ისევე როგორც მთელი საზოგადოება მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა ემზადება არჩევნებისთვის, რომელშიც მარცხი ივანიშვილისა და მისი გუნდის არის გარდაუვალი, ასეთ ბოდვების პასუხი კი დღეს სამეგრელოში შეკრებილი მოქალაქეების მშვიდობიანი აქცია იყო,“-აცხადებს ბოკერია.

გიგა ბოკერიამ ასევე ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიც შეაფასა და მას “უტიფრობისა და სისულელის ნაზავი” უწოდა. ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილმა დღეს ღიად თქვა, რომ კიდევ 8 წელი არაფერი შეიცვლება და რომ ხალხს არც წინა დაპირებების არ უნდა დაეჯერებინა.

„დღეს უტიფრად კითხულობს, რატომ გჯეროდათ ჩემიო. დღეს მინდა დავამშვიდო ივანიშვილი მისი აღარავის სჯერა,“ – აცხადებს გიგა ბოკერია.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილის მოსალოდნელ პრეზიდენტობაზე ივანიშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტი ვერასდროს გახდება.

„ღარიბაშვილ უნდა რომ დაგვასვას თავზე, პოლიტიკური მონა, რომელსაც უთხრეს რომ ახლა წახვალო და გამოვიდა თქვა, რომ მიდის თანამდებობიდან იმიტომ, რომ ძალიან წარმატებულია. ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდება, რადგან ძალიან მალე ივანიშვილი აღარ იქნება ქვეყნის სათავეში და ღარიბაშვილი ისევე გაქრება და არავინ იქნება ამ ქვეყანაში, როგორც არავინ იყო წლების განმავლობაში,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“მიხეილ სააკაშვილი უჩალიჩებს სერიოზულად თავისი პარტიის წევრებსა თუ მხარდამჭერებს”
შემდეგი სტატიანათელაშვილი ივანიშვილს ფსიქიატრთან კონსულტაციას ურჩევს