გიგა ბოკერია : გოგა ონიანის დაკავება გამოწვევაა არა მხოლოდ რომელიმე ოპოზიციური პარტიისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

“ევროპული საქართველოს” წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, გოგა ონიანის დაკავება გამოწვევაა არა მხოლოდ რომელიმე ოპოზიციური პარტიისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამ საკითხს შეეხო შვედეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრისას საუბარი.

ბოკერიას თქმით, შეხვედრაზე ასევე საქართველოს ევროინტეგრაციაზე ისაუბრეს.

“ახალი პოლიტიკური პატიმრის გაჩენა იყო მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ. ეს არის გამოწვევა არა მარტო ოპოზიციისთვის, ან გოგა ონიანისთვის, არამედ ეს არის გამოწვევა ქვეყნის დემოკრატიის და უსაფრთხოებისთვის. პარტნიორებთან ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გოგა ონიანს პატიმრობა გუშინ შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო – ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციაზე ფართო მსჯელობაა საჭირო
შემდეგი სტატია“ნარკოტიკის მოხმარება რჩება დასჯადი…” – ზოიძე კანონპროექტს განმარტავს