გიგა ბოკერია: დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით დაიწყო

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით დაიწყო, -განაცხადა ჟურნალისტებთან გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას პარტიის წევრთა ნაწილის ძალიან აგრესიული რეაქცია მოჰყვა. ბოკერიას განცხადებით, პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

“ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლაზე, მოყვა ჩვენი პარტიის ერთი ნაწილის ძალიან აგრესიული რეაქცია, რამაც წაახალისა ძალიან ბინძური კამპანია ჩვენთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილს შევეკარით. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, ისევე როგორც ძალიან დიდი შეცდომაა დღეს არჩევნებზე ხელის ჩაქნევა, გამოცხადება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მაშინ როცა გველის თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ ვაპირებთ, ამ არჩევნებზე ვიბრძოლოთ ჩვენს აქტივთან ერთად. ჩვენი ამოცანაა ხალხის გვერდზე დგომა და არა ბინძური კამპანიის წახალისება“,- განაცხადა გიგგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანია: პარლამენტის პირველი სხდომის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის პრეროგატივაა
შემდეგი სტატია“მიხეილ სააკაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა გამოწვია პარტიის მომავალმა, წავსულიყავით საპარლამენტო, თუ რევოლუციის გზით”