გიგა ბოკერია: ჩვენი უმთავრესი ინტერესია ივანშვილის რეჟიმი გავუშვათ

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

ნაციონალური მოძრაობის წევრები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზერ ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. უმცირესობის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს პრემიერის ინიციატივაზე გამართოს კონსულტაციები ოპოზიციასთან. ნაციონალურ მოძრაობაში დიპლომატებს განუმარტეს, რომ ეს ინიციატივა შეუსრულებელ დაპირებად იქცა.

“ერთერთი ასპექტი იყო ის, თუ რა ატმოსფერო გვაქვს გადამწყვეტი არჩევნების წინ, რომელშიც დარწმუნებული ვარ ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება, მაგრამ რა საფრთხეები გვაქვს სწორედ ივანიშვილის რეჟიმისგან, როგორ შეეცდებიან ისინი ძალაუფლების შენარჩუნებას და რა რისკის ქვეში ჩააყენებენ ჩვენ ქვეყანას, რა თქმა უნდა ამაზე დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ინტერესეია ივანშვილის რეჟიმი გავუშვათ და ეს აუცილებლად მოხდება მშვიდობიანად”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: გარკვეული ცვლილებები, სიახლეები გვექნება 2016 წლის არჩევნებზე
შემდეგი სტატიაგაუჩინარებული ბიზნესმენების ოჯახის წევრებმა ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გზა დღესაც გადაკეტეს