გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას მოუწოდებს, არჩევნებში მარცხის შემდეგ არ დატოვონ საქართველო

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

პანიკას, აგონიას და შიშს აქვს ადგილი ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან მომავალი მარცხის გამო. გვინდა მოვუწოდოთ ივანიშვილს, არჩევნებში მარცხის შემდეგ მათ არ დატოვონ საქართველო,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლება ოპოზოციაში უნდა გადავიდეს, რადგან ეს ქვეყნის ნორმალური, ევროპული განვითარებისთვისაა საჭირო.

„ნორმალურ, ევროპულ ქვეყნებში ხელისუფლებები მარცხის შემდეგ დევნილობაში კი არ მიდიან, ან მითუმეტეს ციხეში, უბრალოდ გადადიან ოპოზიციაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობაში არის სრული კონსენსუსი, რომ მიუხედავად არაერთი დანაშაულისა, მათ მიმართ, არჩევნებში გარდაუვალი მარცხის შემდეგ, არ უნდა განხორციელდეს სამართლებრივი დევნა. 2012 წელს ჩვენს ისტორიაში პირველად მოხდა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა – ეს ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო იყო, ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ ეს იყო აუცილებელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის”,- აღნიშნა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას განცხადებით, 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში მშვიდობიანი გზით მეორედ შეიცვლება ხელისუფლება.

„2016 წლის 8 ოქტომბერს ჩვენ მეორედ შევცვლით, მშვიდობიანად და არჩევნების გზით ხელისუფლებას და საქართველო ჩააბარებს მეორე ტესტსაც – ანუ ჩვენ გვეყოლება ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციაში და არა ციხეში და დევნილობაში. ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის თუ ისინი ქვეყნიდან გაიქცევიან“,- განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიყოფილი პატიმარი ალექსანდრე ახალკაცი სანდრა რულოვსის, მიხეილ სააკაშვილის, ხათუნა კალმახელიძის, დიმიტრი შაშკინისა და კახა ლომაიას წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი: რატომ მომიტანეს დაკითხვის უწყება მე და არა სხვა ირმას, ჩანაწერში ჩემი ხმაც კი არ ისმის