გია ჟორჟოლიანი: შესაძლოა ცდომილება მეთოდიკით იყოს გამოწვეული

საარჩევნო სიებთან დაკავშირებით განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აკეთებენ. გია ჟორჟოლიანის თქმით, საარჩევნო სიის ცდომილება შესაძლოა, მეთოდიკით იყოს გამოწვეული.

„შესაძლოა ცდომილება მეთოდიკით იყოს გამოწვეული. მგონია, რომ საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი სიები შეესაბამება იმ წესს, რა წესითაც ის უნდა იყოს განსაზღვრული,“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

საარჩევნო სიებთან დაკავშირებით განცხადება გუგული მაღრაძემ გააკეთა.

“ამერიკელები არ ამახვილებენ ყურადღებას იმ დეტალებზე, ეს იქნება ბიომეტრული, მთავარია წინასაარჩევნო სიტუაცია როგორია. მათ აღნიშნეს, რომ დიდი წინსვლაა იმ მხრივ, რომ საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაცია არ არის ისტერიული,“- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ სიის დასაზუსტებლად გადადგმული ნაბიჯები გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად საკმარისი არ იყო. საპარლამენტო არჩევნებისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 მილიონ 530 ათასია. ოპოზიცია აქცენტს იუსტიციის სამინისტროს მონაცემებსა და საყოველთაო აღწერის შორის სხვაობაზე აკეთებს.

ამომრჩეველთა სიები იუსტიციის სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაუგზავნა. ოპოზიცია უკმაყოფილოა ამ სიით.

banner
წინა სტატიაში,,ჯობია იყო ბებერი ნიანგი, ვიდრე კურდღელი და თანაც ახალგაზრდა“ – მეჭიაური ახვლედიანს პასუხობს
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: ბიძინა ივანიშვილი თანდათანობით ხდება საშიში საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის