გია ჟორჟოლიანი: სასამართლო არის დამოუკიდებელი და არანაირი შეტევა არ ხდება თავისუფალ მედიაზე

დეპუტატ გია ჟორჟოლიანის განცხადებით, “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით დავა მესაკუთრეებს შორის მიმდინარეობს და ეს არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ქევყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე.

როგორც ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასამართლო არის დამოუკიდებელი და არანაირი შეტევა თავისუფალ მედიაზე არ ხორციელდება.

,,სასამართლო არის დამოუკიდებელი და არანაირი შეტევა არ ხდება თავისუფალ მედიაზე. ეს არის დავა მესაკუთრეებს შორის. ეს ქართულ დემოკრატიას არანაირად არ მიაყენებს ჩრდილს, რადგან სასამართლო არის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი დემოკრატიული პროცესების. ბიძინა ივანიშვილს კი ამ პროცესებთან არანაირი კავშირი არ აქვს. „- განაცხადა გია ჟორჟლიანმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის სამმა ურთმელიძე ინკვიზიტორმა სამართალი თავზე დაგვახია – ირაკლი ღლონტი
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი – სოსო მანჯავიძეს: პროვოკაციაში კი არ მოჰყევი, სულით პროვოკატორი ხარ!