გია ჟორჟოლიანი: პრეზიდენტის გამოსვლაზე მთავრობის დასწრების საკითხს დრამატიზება არ სჭირდება

მთავრობის პრეროგატივაა მიიღოს გადაწყვეტილება, დაესწრება თუ არა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას და ამ საკითხს დრამატიზება არ სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
“პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში არის განსაზღვრული კონსტიტუციით. მთავრობის პრეროგატივაა მიიღოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. მე მგონია, რომ ამ საკითხს ზედმეტი დრამატიზება არ სჭირდება და პროცესი წარიმართება ისევე, როგორც საჭირო იქნება”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
კითხვაზე, უნდა გაიმართოს თუ არა ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის შემდეგ დებატები, დეპუტატმა აღნიშნა, რომ პარლამენტი სწორედ სადებატო ადგილია.
“მე მგონია, რომ პარლამენტი არის სადებატო ადგილი. პოლიტიკურ ძალებს შორის დებატები იმართება ყოველდღე, ყოველ პლენარულ სხდომაზე და მგონია, რომ თქვენ ეს კარგად იცით. დებატების ნაკლებობას პარლამენტში ვერ ვხედავ. ამ საკითხთან დაკავშირებით როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული არ ვიცი, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ პარლამენტში დებატებისთვის საკმარისი დრო არ არის, ნონსენსია”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: პოლიტიკური გადაწყვეტილება სპეც-უბნების გაუქმებაზე უკვე მიღებულია
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა