გია ჟორჟოლიანი: პრემიერი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ უნდა მოერიდოს

პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანიც, რომელმაც განაცხადა, რომ ის სრულად იზიარებს განცხადების ყველა ნაწილს.

“რასაკვირველია, პრემიერმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განაცხადა, რომ ვითარების შესაბამისად იმოქმედებს და ცხადია, ეს ნამდვილად ასე უნდა იყოს. როცა პრემიერი საჭიროდ ჩათვლის, გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს და ის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ უნდა მოერიდოს. პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომელსაც ვითარება უკარნახებს და ეს გადაწყვეტილები იქნება მთავრობის ერთიანი კურსის განხორციელებისთვის საჭირო…ევროპასთან ინტეგრაციის კურსი არ ნიშნავს ეროვნული ღირებულებებისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. ჩვენს კულტურასა და ტრადიციებზე დაყრდნობით ქვეყნის მოდერნიზება უნდა მოვახდინოთ და არა უაპელაციოდ რაღაცეების გადმოღება, რაც არც ჩვენი ამოცანაა, არც ევროპაა და არც ევროპული ღირებულებები. საზოგადოების ერთ ნაწილში წარმოდგენაა, რომ ევროპისკენ ინტეგრაცია ეროვნული ღირებულებების განვითარებას ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს პირიქითაა”, – აცხადებს ჟორჟოლიანი ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ვიზიარებ პრემიერის ერთ ფრაზას – ჯარი უნდა იყოს პოლიტიკისგან შორს
შემდეგი სტატიაგოგი თოფაძე: ძალიან კარგი განცხადება გააკეთა პრემიერმა