გია ვოლსკი – თუ ვინმე გასარიცხია, ამას პარტია გარედან კარნახის გარეშე გადაწყვეტს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ თუ პარტია „ქართული ოცნებიდან“ ვინმე გასარიცხია, ამას პარტია, „გარედან კარნახის გარეშე“ გადაწყვეტს.

გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს საუბრისას ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას მოუწოდა, თავი შეიკავონ ზედმეტი განცხადებებისგან.

“ყველას ვთხოვდი თავი შეიკავოს ზედმეტი, ცხელი განცხადებისგან, საკუთარი თავისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით და ვიმუშაოთ სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. მთავარი ჩვენი საზოგადოებაა და ის გააკეთებს არჩევანს საარჩევნო ურნასთან. თუ ვინმე გასარიცხია, ამას პარტია გადაწყვეტს გარედან კარნახის გარეშე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“თაიმერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნინო ჩარკვიანი გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაკუდ-ის ყოფილმა უფროსმა, ლევან ქარდავამ, სასამართლოზე ჩვენება შეცვალა