გია ვოლსკი: სწორი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, 2008 წელს რუსული აგრესიის თავიდან აცილება წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.

თუმცა ვოლსკის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოება საერთაშორისო წეზოლითა და პოლიტიკოსების აქტიურობით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

“რუსეთმა განახორციელა აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია, რაც მისი სტრატეგიული გეგმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ძალიან მძიმედ ვიხსენებ იმ დანაშაულებრივ შეცდომებს, რაც იმ პერიოდის ხელისუფლებას გააჩნდა. ჩვენი ვალია, ვიმუშაოთ და სწორი ნაბიჯები გადავდგათ იმისათვის, რათა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური დევნა ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ამ ომის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო დავშორდით აფხაზებს და ოსებს