გია ვოლსკი : სააკაშვილის ხელისუფლება ჩატაევს გარკვეული ამოცანებისთვის იყენებდა

საპარლამენტოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ აჰმედ ჩატაევი მიხიელ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს უკრაინამ გადმოსცა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სააკაშვილის ხელისუფლება ჩატაევს გარკვეული ამოცანებისთვის იყენებდა.

“ჩატაევი უკრაინამ გადმოსცა საქართველოს, მას თხოულობდა რუსეთიც. ჩატაევი საქართველოში აღმოჩნდა, ასრულებდა გარკვეულ შუამავლის როლს. ლაფანყურის ოპერაციის დროს ჩატაევი დაიჭრა, მას ფეხი მოკვეთეს, ხელიც არ აქვს და არის ამავე დროს პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსის მქონე ავსტრიაში. სააკაშვილის ხელისუფლება მას გარკვეული ამოცანებისთვის იყენებდა”,-აღნიშნა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს მეკავშირე ოფიცერი ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკიმ “ქართული ოცნების” მიერ გიგი წერეთლის შესახებ განცხადების გავრცელებს მიზეზები განმარტა