გია ვოლსკი: “ქართული ოცნების” მთავარი მოწინააღმდეგე თავად “ქართული ოცნებაა”

“ქართული ოცნების” მთავარი მოწინააღმდეგე ამ ეტაპზე, თავად “ქართული ოცნებაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დაშვებულია ბევრი შეცდომა, რომელიც კოალიციას არ უნდა ახასიათებდეს.

“ქართული ოცნების” მთავარი მოწინააღმდეგე ამ ეტაპზე თავად “ქართული ოცნებაა”. საერთოდ, კოალიციაში საქმიანობა რთულია. არის ეკონომიკური თემები, რომლებიც ნებისმიერ პარტიას შეუძლია გამოიყენოს თავის მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად, მაგრამ არის რეალობა, რომ თავადაც რომ იყოს ხელისუფლებაში, ვერ შეძლებდა დაეძლია ის, რასაც მსოფლიო პროცესები ჰქვია. ურთულესი სიტუაცია შეიქმნა ყველა ქვეყანაში, ვისთანაც ვვაჭრობთ და ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს. სავალუტო შემოსავლები ძალიან დაბალია, მნიშვნელოვნად შემცირდა, მათ შორის, ოჯახებში თანხების გადმორიცხვები. ძირითადად ამან განაპირობა ის, რომ ჩვენი რეიტინგი შემცირდა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული კარგი საქმეების გაშუქება ხშირ შემთხვევაში არ ხდება, ან თუ ხდება, ძალიან მცირე დოზით.

“მე ვფიქრობ, ნებისმიერი პარტია ჩ ჰეპატიტის პროგრამაზე, ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულებების პროგრამაზე ან სოფლის მეურნეობის პროგრამაზე, თუნდაც აბრეშუმის გზის 50 მილიარდიან პროგრამაში ჩართვაზე გააკეთებდა მთელ ფილმებს და წარმატებით გაუშვებდა დილას, შუადღეს და საღამოს. მე ვფიქრობ, რომ ეს სისუსტეები, რაც გააჩნია “ქართულ ოცნებას”, არის მთავარი მოწინააღმდეგე “ქართული ოცნებისათვის”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი: თუ ბუკას ესროლეს ფეხებში, ეს არის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: მე ვმუშაობ – ვაგრძელებ მუშაობას, უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი