გია ვოლსკი : “პრეზიდენტს დაუფიქრებლად მოუვიდა ამ განცხადებების გაკეთება”

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზეწოლის შესახებ განცხადებების გაკეთებამდე ევალებოდათ, რომ პროკურატურისთვის მიემართათ, თუმცა მათ ეს არ გაუკეთებიათ. მისივე თქმით, პაპუაშვილის განცხადებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია, პრეზიდენტს კი განცხადების გაკეთება დაუფიქრებლად მოუვიდა.

“როგორც პრეზიდენტს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ჯერ კიდევ თავიანთ განცხადებებამდე ევალებოდათ თავიანთი თანამდებობიდან გამომდინარე, რომ მიემართათ პროკურატურისთვის. კონკრეტული მისამართი კარგად იციან. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ადრე, თურმე, მიმართა და აქედან შედეგი ვერაფერი ვერ მიიღო. როგორც ირკვევა, პაპუაშვილს ადრე არანაირი მიმართვები არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სულ მცირე, პაპუაშვილზე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულია მისი განცხადებები. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს დაუფიქრებლად მოუვიდა ამ განცხადების გაკეთება”, – თქვა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, საქართველოს პროკურატურამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებებში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ დღეს გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოს რაიონის გამგეობასა და კომპანია „პროდიუს ინვესტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ეკლესიაში მძევლები აიყვანა