გია ვოლსკი: პოლიცია იქნება თუ სხვა, ყველა უნდა ეცადოს, რომ ნებისმიერი დაძაბულობის პრევენცია მოხდეს

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

ამომრჩევლები მეუბნებიან, რომ თითებგადაჯვარედინებულები იღვიძებენ, რომ საარჩევნოდ არაფერი მოხდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი გია ვოლსკი შს მინისტრის განკარგულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„პოლიცია იქნება თუ ნებისმიერი სხვა ჩვენთაგანი, ყველა უნდა ეცადოს, რომ ნებისმიერი დაძაბულობის პრევენცია მოხდეს. პოლიციას თუ განსაკუთრებული თვისებები და ცოდნა ექნება წინასასრჩევნო პერიოდისთვის, ან ტურიზმის სეზონისთვის, ან სკოლის სეზონისთვის, რასაკვირველია, ამაზე ტრენინგები უნდა ჩატარდეს. ისევე როგორც გავნვითრებულ დემოკრატიებში ხდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები.

ბრძანების შესაბამისად, არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: საარჩევნო პროცესში სუს-ის ჩარევას ყოველდღიურად ვხედავთ
შემდეგი სტატია“ვერავინ გაექცევა დანაშაულს”- გიორგი კვირიკაშვილი გოდერძი თევზაძეზე