გია ვოლსკი – გოგი თოფაძის განცხადებები დამაზიანებელია კოალიციის იმიჯისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მმართველი გუნდის წევრ გოგი თოფაძის ურჩევს, “კომენტარები შეარჩიოს”. ამის შესახებ ვოლსკიმ პარლამენტში მომხდარი დღევანდელი დაპირისპირებისა და გოგი თოფაძის მხრიდან თინა ხიდაშელის მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

“ბატონი გოგის განცხადება კურსთან, არჩევნებთან დაკავშირებით, არათუ ადეკვატურია, არამედ დამაზიანებელია მთლიანად კოალიციის იმიჯისთვის. ამიტომ, ვთხოვ მედიის მეშვეობით და პირადადაც ვეტყვი, რომ შეარჩიოს ის კომენტარები, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასეთ მნიშვნელოვან, წინასაარჩევნო პერიოდში. არჩევნები (საგარეჯოში) ჩატარდა კოალიციურად და არჩევნებზე გაყალბება არ არის დადასტურებული არც ერთ დონეზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტში დეპუტატები ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე და დავით ბერძენიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება დავით ბერძენიშვილის მიერ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. ბერძენიშვილმა თოფაძის მიერ ბოლო პერიოდში თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები არასახელმწიფოებრივად მიიჩნია. მმართველი გუნდის წევრები მანდატურებმა გააშველეს.

banner
წინა სტატიაში“ლოკომოტივის” ფეხბურთელმა სტამბულში თამაშზე მაისური ჩაიცვა, სადაც პუტინი ეხატა
შემდეგი სტატიაინვესტორთა საბჭოს წევრები ესტონური მოდელის დანერგვას, დადებითად აფასებენ