გია ვოლსკი: გიორგი ვაშაძის განცხადებაში გარკვეული სიმართლეა

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის მიერ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში გარკვეული სიმართლეა.

ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს, გიორგი ვაშაძის მიერ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

„აჟიოტაჟის მიზეზს ვერ ვხედავ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ დაპირისპირება არსებობს, ამას არამარტო მე, საზოგადოების დიდი ნაწილიც ადასტურებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დატოვა და განაცხადა, რომ პარტია დახურულ კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა. გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გოკა გაბშვილს და დავით ბაქრაძეს დაუპირისპირდა. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, იგი ახალი მოძრაობის შექმნას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ბრწყინვალე სახეები ტოვებენ
შემდეგი სტატია“საქართველოს მოქალაქეებისთვის მალე ვიზალიბერალიზაცია ხელმისაწვდომი იქნება“