გია ვოლსკი: ეს არის ცუდი გამოცდილება, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ შეიძინა

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი გამოეხმაურა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, არ შეესაბამება სიმართლეს ის აზრი, რომ სუსი უკანონო მოსმენებს ახორციელებს:

“ხშირ შემთხვევაში არის სუსი, თითქოს, ეს არის სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ იმას ლამობს, რომ როგორმე უკანონო მოსმენები განახორციელოს რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს, ან იყო ასეთი გამოცდილება და ჰქონდა, სამწუხაროა ეს ის კი არ არის, ეს არის ერთის მხრივ მიზანმიმართული განცხადებებია კონკრეტული პირების მხრიდან და მეორეს მხრივ არის ძალიან ცუდი გამოცდილება რომელიც საქართველოს საზოგადოებამ შეიძინა“ – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ჩვენ მზად ვართ, გავუმკლავდეთ გამოწვევებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად
შემდეგი სტატიარუსეთში, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს გაათავისუფლებენ